Tuesday, June 22, 2010

მულტიპლიკაციის არსი

მულტიპლიკაცია

  1. L. multiplicatio
    გამრავლება
    კინოხელოვნების სახე, რომელსაც საფუძველი გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მულტიპლიკაციას გზა გაუხსნა უშუალოდ კადრული გადაღების მეთოდის გამოგონებამ, რადგან მისი შემწეობით შესაძლებელი გახდა ნახატების მთელი მწკრივის რიგრიგობით ანუ ცალკეული კადრების გადაღება კინოფირზე. როდესაც ამ წესით გადაღებულ ფირს საპროექციო აპარატში გაატარებდნენ, ეკრანზე ნახატი მოძრაობას იწყებდა ანუ ცოცხლდებოდა, ეს კი მულტიპლიკაციური გადაღების ძირითადი პრინციპის დადგენასა და დამკვიდრებას ნიშნავდა. ნახატ ფილმს, უმეტესად, ერთნაწილიანს, სხვა შემთხვევაში - რამდენიმე ნაწილიანს ან სრულმეტრაჟიანსაც კი იღებენ. ნახატ ფილმთან ერთად, მოგვიანებით, დამკვიდრდა თოჯინური ფილმიც. მულტიპლიკაციას ხელეწიფება მრავალფეროვანი თემატიკის და ჟანრის ნიმუშთა შექმნა. უდიდესი წვლილი მის განვითარებაში მიუძღვის ამერიკელ რეჟისორსა და მხატვარ-მულტიპლიკატორს - უოლტ დისნეის. პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი «არგონავტები» გადაღებულ იქნა 1935 წელს (რეჟისორი ვლადიმერ მუჯირი, მთავარი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი), პირველი ქართული თოჯინური ფილმი კი «ნიკო და სიკო» გადაღებულია 1961 წელს, შ.გედევანიშვილის მიერ.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. 1. კინოფირზე გადაღება ცალკეული ნახატებისა, რომლებითაც ასახულია მოძრაობის თანამიმდევრული ფაზები; ეკრანზე ქმნის ობიექტების მოძრაობის ილუზიას.
    2. თვით ასეთი ნახატები.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი



No comments:

Post a Comment