Thursday, June 24, 2010

ანიმაციური ფილმი გურულებზე

ანიმაციური ფილმი გურულ ფირალებზე აკა მორჩილაძის სცენარით
10:28 12.12.2008
[ბელა ჩეკურიშვილი, ”ვერსია”]
დღეს ქართული ანიმაცია ისევე, როგორც კინო, ორიენტირებს ეძებს. ბოლო პერიოდში, რამდენიმე დამოუკიდებელი სტუდიაც შეიქმნა, რომელთაგან “მი-ფა-სი”-მ ფილმების გამოშვება უკვე შეძლო.

ბოლო წლებში, თუკი რაიმე ანიმაციური ფილმი გაკეთებულა, ამ საქმეში ეროვნული კინოცენტრის წვლილიც დევს. 2005 წელს, რვაწლიანი ტანჯვის შემდეგ, რატი ნანეიშვილმა დაასრულა ”მგლის აღსარება”, ხოლო ბონდო შოშიტაიშვილმა - ”განხეთქილების ვაშლი”. შარშან, კინოცენტრის დახმარებით, სამი ანიმაციური ფილმი დასრულდა: გოგიტა ჭყონიას «დავიწყებული დღიურები», რეზო გვარლიანის ”უნიჭო ობობა” და ირაკლი მახარაძის ”მოგზაურობა ისტორიაში”. წელს ამ ჩამონათვალს დათო სიხარულიძის 26-წუთიანი ფილმი ”გავარდნილები” შეემატა.

”გავარდნილების” გადაღებას 3 წელი დასჭირდა. კინოცენტრის გარდა, მის წარმოებაზე სხვადასხვა პროდიუსერები ზრუნავდნენ. დათო სიხარულიძე იმ თაობის მულტიპლიკატორია, რომელმაც «ქართულ ფილმში» თავისი სიტყვის თქმა, ასე თუ ისე, მოასწრო. მას მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებით: ”ბაბაჯანა”, ”ბატი ტასიკო”, ”ჭირი” და სატელევიზიო სერიალებით ”ყოჩაღები”, ”კვაჭი კვაჭანტირაძე”.

დავით სიხარულიძე თვლის, რომ კარგი რეჟისორი და კარგი მხატვარი დღესაც გააკეთებს კარგ ფილმს. უცხოური ფილმების მიბაძვით გადაღებული ანიმაციები კი არც საქართველოში სჭირდება ვინმეს და არც - უცხოეთში. ”პირქსარიდან” დაკოპირებული ფილმის გაკეთებას ისევ ქართული ”ბაღლანჯოს” გაკეთება სჯობს”, - ამბობს დათო სიხარულიძე.

რაც შეეხება მულტფილმს ”გავარდნილები”, მას საფუძვლად უდევს აკა მორჩილაძის ნარკვევი ”ცეცხლისმფრქვეველი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ”მე-20 საუკუნეში” დაიბეჭდა. ესაა ფილმი გურიასა და გურულ ფირალებზე, როცა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კომისრები ჩადიოდნენ გურიაში მის ”გასაწითლებლად”, რასაც ხალხის რბევა და აწიოკება მოსდევდა.

როგორც ფილმის დასაწყისში გვამცნობენ, მოქმედება ხდება 1923-24 წლებში, მოსკოვში, ოზურგეთში, პარიზსა და ჯოჯოხეთში.

დათო სიხარულიძე: ”ესაა სამგანზომილებიანი ანიმაცია, საინტერესო გახმოვანებით. ხმის რეჟისორია მადონა თევზაძე, ხოლო ახმოვანებენ მსახიობები: ზაზა პაპუაშვილი, რევაზ თავართქილაძე, ზურაბ შევარდნაძე, თეიმურაზ ნინიძე. დამდგმელი მხატვარია მამუკა დიდებაშვილი. მხატვარს დიდხანს ვეძებდი, მშრალ ხიდზე, გამოფენებზე... არ მინდოდა, ძალიან პირობითი გმირები გამეკეთებინა, ცალი თვალი რომ არა აქვთ, ანდა - ცალი ფეხი. რეალური გმირები მინდოდა. მერე ვნახე, მამუკას ერთი თემა ჰქონდა კახელ ყაჩაღებზე და მომეწონა. მან გააკეთა ტიპაჟებისა და ანტურაჟის ესკიზები.

კომპიუტერული ანიმაციის დროსაც იგივე პრინციპები მოქმედებს, რაც ნამდვილ გადასაღებ მოედანზე: ესკიზებიდან შეიქმნა ვირტუალური თოჯინები და როგორც ნამდვილ თოჯინას აქვს ძვლები, ტანსაცმელი, ფაქტურა, კანის ფერი, იგივე სჭირდება ვირტუალურსაც. ახლა სამგანზომილებიან ანიმაციასაც ლანძღავენ, მაგრამ სწორად თუ გამოიყენებ, აქაც შეიძლება კარგი ეფექტის მიღწევა. კომპიუტერმა მუშაობა ბევრად გააიოლა. მართალია, ფირზე დღესაც იღებენ, მაგრამ ეს სიამოვნება ძალიან ძვირია. თანაც, ”ქართული ფილმის” მულტიპლიკაციური სტუდია აღარ არსებობს”.

”გავარდნილები” გურიაში მომხდარ ისტორიულ ფაქტებზეა აგებული: როგორ მოკლა გოგია ღლონტმა წითელი კომისარი საშა ობოლაძე და როგორ გაიქცა საქართველოდან პარიზში. საშა ობოლაძეს ლენინისგან მედლის მიღება უნდოდა. ადამიანს როცა ძალიან უნდა რაღაც, მას ღმერთი აუცილებლად აძლევს. საშა ობოლაძე ლენინს საიქიოში ხვდება. გოგიას კი პარიზში უნდოდა და წავიდა კიდეც. ფილმის მორალი ასეთია: რასაც გულით მოინდომებ, მიაღწევ, მოგცემს ღმერთი, მაგრამ სწორად უნდა გინდოდეს, რომ მერე არ ინანო. საშა ობოლაძე ჯოჯოხეთში ლენინის მარადიულ სამსახურში რჩება, ხოლო გოგია ღლონტს ნოსტალგია ჭამს და ”ფოლიბერჟერის” კაფეში ”ციცებით” გარშემორტყმული, სევდიანად კითხულობს: ”ნეტავ რა ხდება ახლა გურიაში?” გურიაში კი ისევ იგივე ამბავია - ცეცხლი, სროლა, აურზაური, დაბნეული ხალხი და ეს დღემდე ასე გრძელდება.

ფილმი ”გავარდნილები” აგვისტოში დამთავრდა და მისი პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ფილმით ჯერ არც ტელევიზიები დაინტერესებულან და არც კინოცენტრს უზრუნია საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე.

ქართული ანიმაციის აწმყო და მომავალი

ქართული ანიმაციის აწმყო და მომავალი [video]
15:38 17.04.2010
[ლევან სეფისკვერაძე]
დაახლოებით 80 წელია, რაც ქართული მულტიპლიკაცია არსებობს. მართალია, ბოლო წლებში ქართული მულტფილმები იშვიათად იქმნება, მაგრამ ის კინოფონდი, რომელიც ჩვენმა ანიმატორებმა შექმნეს, სპეციალისტთა აზრით, ნამდვილად საამაყოა.

სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელს ამ ფონდის 20% აქვს ნანახი. სრული არქივი, რომელშიც 250 ფილმია, ყოფილ საბჭოთა ფირსაცავში “ბელიე სტალბიში” ინახება. ქართველ ანიმატორთა მეხუთე თაობის წარმომადგენლები ამ არქივის ასლების საქართველოში ჩამოტანაზე 10 წელი მუშაობდნენ. სამი წლის წინ ამ საკითხით ტელეკომპანია “მზე” დაინტერესდა და კინოსტუდია “ქართულ ფილმთან” ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არსებული არქივის სამართალმემკვიდრეა, ახლახან 15 ფილმის ვიდეო ასლი ჩამოიტანა.

ანიმაციური სტუდია საქართველოში 1929 წელს შეიქმნა ლადო მუჯირის მიერ, დიდი წინააღმდეგობებისა და ხელისშეშლის მიუხედავად. ხოლო პირველი სიუჟეტური ფილმი, “არგონავტები”, რომლის მხატვარიც ლადო გუდიაშვილი იყო, 1935 წელს გაკეთდა.

აკადემიურ დონეზე კი ქართული მულტიპლიკაცია არკადი ხინთიბიძემ აიყვანა, რომელმაც ცნობილი ფილმ-ზღაპრები ქართულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაზე დაყრდნობით შექმნა. არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმები გააკეთა ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა. მას უთქვამს, ნამდვილი ხელოვნება მულტიპლოკაციაშიაო. საინტერესო ანიმაციები შექმნეს ბორია სტარიკოვსკიმ (“კატა და ლომი”, “მშიშარა თაგუნა”), გაბო ლავრელაშვილმა (“ლურჯი მელია”, “შაქრო და ზაქრო”) და შალვა გედევანიშვილმა. კარლო სულაკაურის მოსვლა თოჯინური მულტფილმების შექმნით აღინიშნება.

1953 წელს როდესაც ლადო მუჯირი გარდაიცვალა, ანიმაციური სტუდია დახურეს. მაშინ გაზეთი “იზვესტია” წერდა, ქართველი მულტიპლიკატორები პროფაშისტ დისნეის ბაძავენო, თუმცა მიზეზი მარტო ეს არ იყო.

ქართული მულტიპლიკაციის მეორედ დაბადება მაშინ მოხდა, როცა სტუდიაში “ხელმარჯვე ოსტატის” ავტორი ვახტანგ ბახტაძე მოვიდა. სხვათაშორის, ამ ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ სერიას სანფრანცისკოს კინოფრსტივალზე მთავარი პრიზი აქვს მიღებული. საერთოდ, ქართული მულტფილმები მრავალჯერ იქნა პრიზირებული ბერლინის, კანის თუ იაპონიისა ფესტივალებზე.

ქართველ მულტიპლიკატორთა მე-4 თაობამ ცოტა შეცვალა კურსი და უმეტესად ფსიქოლოგიურ-შემეცნებითი ანიმაციის კეთება დაიწყო. ამ თაობის ფილმებია “ჭირი”, “ბაბაჯანა”, ბატი ტასიკო, “მეფე და ჩიტი”.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს ნამუშევარი აქვთ ყველა ტექნიკურ სტილში: ნახატი, თოჯინური, აპლიკაციური ანიმაცია, პლასტილინი.

სამწუხაროდ, ანიმატორთა მე-5 თაობა უფრო მუსიკალურ კლიპებზე მუშაობს, რაც ბოლო დროს ძალიან შემოვიდა მოდაში. ბოლო 10 წლის ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევარია რატი ნანეიშვილის “მგლის აღსარება”, რომლის პრემიერაც ამ შემოდგომას შედგა.

ასევე ამ უმოძრაობის პერიოდში შეიქმნა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მულტფილმი “რეინიკე მელა”, რომელსაც ანიმატორი შადიმან ჭავჭავაძე 15 წელი აკეთებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანიმაციური წარმოება ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, ამ საქმის შესწავლით ახალგაზრდები მაინც ინტერესდებიან.

დღეისათვის უკვე შექმნილია პატარ-პატარ მულტსტუდიები.

მულტწარმოება ძვირადღირებული საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ანიმაცია ნელ-ნელა ჩვენთანაც შემოდის, ანიმაციური ფილმების კეთება მაინც არ შედის ქართული ტელევიზიების ინტერესში, რადგან 10-20 წუთიანი ანიმაციური ფილმის გაკეთება დიდ თანხას, შრომას, დროს მოითხოვს და სატელევიზიო ეთერში წყლის წვეთივით იკარგება.

რაც შეეხება კომპიუტერულ ანიმაციას, მასზე ქართველ ანიმატორთა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა. ახალგაზრდები თვლიან, რომ მთავარია აკეთონ და ტექნიკურ საშუალებებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთადერთი პროდუქტი რაზეც დეფიციტია, არის ანიმაცია. ტელეარხები უფროდაუფრო მეტ მასალას ითხოვენ. მართალია, კომერცია ამ დარგშიც შემოიჭრა, რაც ანიმაციას კარგი სახით არ წარმოაჩენს, მაგრამ ეს ხელოვნება მაინც რჩება განხორციელებულ ზღაპრად, როგორც მას ანიმატორები უწოდებენ.

Tuesday, June 22, 2010

სიმპსონები

სიმპსონები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმპსონები
The Simpsons
C-SimpFamily.png
სიმპსონების ოჯახი

























სიმპსონები (The Simpsons) — ამერიკული ანიმაციური იუმორისტული ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია ფოქსისთვის შექმნა მეტ გრენინგმა. მისი მთავარი გმირები არიან შუა ფენის აშშ-ის მოსახლეობის წარმომადგენლები, რეალურად არსებულ ქალაქ სპრინგფილდის მაცხოვრებლები, სიმპსონების ოჯახის წევრები - მამა ჰომერი, დედა მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მიუხედავად იმისა, რომ სერიალს კონკურენციას უწევს სატირით გაჯერებული სხვა ანიმაციური ფილმებიც, მასში წამოყენებულია აქტუალური პრობლემები და კრიტიკის ქვეშ ყენდება ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

2007 წელს გამოვიდა სიმპსონების ფილმი - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი, რომელშიც მოთხრობილია ერთ-ერთი ისტორია ქალაქის ცხოვრებიდან.

სექციების სია


შექმნა [რედაქტირება]

სიმპსონების ოჯახი ტრეისი ულმანის შოუში

სერიალის მთავარ შემქმნელს, მეტ გრენინგს სთხოვეს ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი სერიების დამზადება. თავდაპირველად მეტს სურდა ”ჯოჯოხეთური ცხოვრების” შექმნა, სადაც იგი თავად იქნებოდა მთავარი გმირი. მაგრამ შემდგომში, მისი პერსონაჟი შეცვალა ბარტმა.

სიმპსონები პირველად გამოჩნდნენ ტრეისი ულმანის შოუში, 1987 წელს. შემდგომში პერსონაჟები ვიზუალურად დახვეწეს და 1989 წელს დაიწყო სერიალის წარმოება ”ფოქსის” კომპანიისათვის.

თავიდანვე, სერიალმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით, ბარტის გამო, თუმცა ამერიკა ააფორიაქა იმან, რომ სერიალის შემქმნელები დასცინოდნენ ამერიკული საზოგადოების ყველა უარყოფით მხარეს.

სერიალის პერსონაჟები [რედაქტირება]

სიმპსონების ოჯახი [რედაქტირება]

ჰომერი [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჰომერ სიმპსონი.

მისი სრული სახელია ჰომერ ჯეი სიმპსონი. მას ახმონანებს დენ კასტელანეტა. ჰომერი პირდაპირი პაროდიაა, შემქმნელების აზრით, ამერიკის ტიპიურ მაცხოვრებლებზე, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ ეზარებათ თავიანთი საქმე, უყვართ ბევრი ფუნთუშა, არის საკმაოდ მსუქნები, თავისუფალ დროს უთმობენ მხოლოდ ტელევიზორს, ინტელექტუალურად კი შეზღუდულები არიან. ეს და ბევრი სხვა უარყოფითი თვისება სერიალის მანძილზე ხშირად ვლინდება ჰომერის მიერ. მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ იცის საკუთარი ნაკლების შესახებ. ერთ-ერთ სერიაში ლიზა სასოწარკვეთაში ვარდება და დარწმუნებულია, რომ ისეთივე სულელი გაიზრდება, როგორც მამამისი, თუმცა ჰომერი რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს - სიმპსონების სახლთან მიიყვანს მთელ ნათესაობას, რათა დაუმტკიცოს ლიზას, რომ მათ გვარში არა მხოლოდ გონებაჩლუნგი ხალხია.

ჰომერი გამოირჩევა მელოტი თავით (რომელზეც სულ სამი თმაა დარჩენილი) და სქელი მუცლით. მისი საყვარელი საჭმელია ფუნთუშა, სასმელებიდან - ლუდი, რომლის დასალევად იგი ხშირად მიდის მო შზისლაკის ბარში.

მარჯი [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მარჯ სიმპსონი.

მარჯი, ისევე, როგორც სიმპსონი, საშუალო ფენის ამერიკელი დედის განსახიერებაა. ინტელექტუალურად იგი ჰომერზე ბევრად განვითარებული ჩანს, ყოველთვის ავლენს ნამდვილი დედისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. მას აგრეთვე აქვს ბევრი ნიჭი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხატვის ნიჭი, რომელიც გამოვლინდა მის ახალგაზრდობაში - მარჯს შეუყვარდა რინგო სტარი და ამან შთააგონა, დაეხატა მისი ბევრი პორტრეტი. მარჯი ასევე კარგი მზარეულია.

მარჯი გამოირჩევა უცნაური ვარცხნილობით, რომელიც უფრო ვარცხნილობის გროტესკულ ფორმას წარმოადგენს, ვიდრე რეალურად არსებულ ვარცხნილობას. ეს ძალიან გრძელი, პრაქტიკულად, მარჯის მთლიანი სხეულის ზომის ლურჯად შეღებილი, ერთ სვეტად დაყენებული თმა.

ბარტი [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბარტ სიმპსონი.

სიმპსონების ვაჟი და ყველაზე უფროსი შვილი ბარტი არის არა მხოლოდ ტიპიური ამერიკელი მოზარდი, იგი უფრო გლობალურ მასშტაბებს იძენს და ითავსებს საერთოდ მოზარდისათვის დამახასიათებელ ჩვევებს, თვისებებსა და უარყოფით მხარეებს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად თავს ამოჰყოფს პრობლემებში, მას ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, თუნდაც ის, რომ იგი ძალიან მეგობრულია. იგი სათანადო ყურადღებას უთმობს ცხოველებსაც, თუმცა ბუნებაზე ზრუნვა მის მიზნებში არ შედის - ეს უფრო ლიზას პრეროგატივაა.

ბარტსა და მამამისს შორის უცნაური დამოკიდებულებაა - ისინი ხშირად ჩხუბობენ, ხშირად ხუმრობენ და შერიგებულები არიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჰომერი, თავისი არასტანდარტული ხასიათის გამო ხშირად წაუჭერს ხოლმე ბარტს კისერში ორივე ხელს და აგრესიულად აქნევს თავის შვილს აქეთ-იქით.

ლიზა [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიზა სიმპსონი.

ლიზა ყველაზე მეტად გამოირჩევა სიმპსონებში თავისი ინტელექტით. იგი ზრუნავს ბუნებაზე, ხშირად გამოდის მოხსენებებით სკოლის კონფერენციებზე. ის არის ვეგეტარიანელი და თან მიუხედავათიმისა რომ მხოლოდ 8 წლისაა ხდება ბუდისტი რადგანაც ფიქრობს რომ ბუდას მოძღვრება ყველაზე ჰუმანური და ბუნების მოყვარული რელიგიაა. ლიზა არის სკოლის ერთერთი საუკეთესო მოსწალე და ოცნებობს გამოვიდეს საქსაფონისტი. შესაბამისად უკრავს საქსაფონზე. ლიზას უყვარს ჯაზი. ლიზას ყავს თაყვანისმცემეი მილჰაუზი ბარტის საუკეთესო მეგობარი.

სერიალის მანძილზე მას უყვარდება რამდენიმე ბიჭი - რალფ ვიგამი, ნელსონ მანტცი და კოლინი (ეს უკანასკნელი - სიმპსონების ფილმში).

მეგი [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეგი სიმპსონი.

მეგი ყველაზე ჩუმი პერსონაჟია. სერიალის მანძილზე მისი ასაკი პრაქტიკულად არ იცვლება და იგი რჩება პატარა გოგონად, რომელიც ხშირად ხელით დაჰყავთ. მიუხადავათ იმისა რომ სერიალის რამოდენიმე სერიაში სიმპსონების მომავალია ახწერილი და მეგი ამ სერიებში ზრდასრულია ის მაინც ვერ იღებს ხმას ყოველთვის რაღაც აბრკოლებს და ხელს უშლის რომ თქვას რამე. გამოირჩევა იმით, რომ პირში მუდმივად უდევს საწოვარა, რომელსაც მხიარულად აცმაცუნებს. ერთ სერიაში ის ძველი თოფით დაჭრის ჰომერის უფროს , ბოროტ მილიონერ ბერნსს.

ოჯახის სხვა წევრები და ახლობლები [რედაქტირება]

ბაბუა (აბრაჰამ სიმპსონი) [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ აბრაჰამ სიმპსონი

აბრაჰამ ეიბ სიმპსონი არის ჰომერის მამა. როგორ წესი, იგი ცხოვრობს ან სიმპსონების სახლში, ან მოხუცებულთა თავშესაფარში. ის არის საოცრად მომაბეზრებელი და მკაცრი მაგრამ მას არავინ უსმენს. წარსულში ის ომობდა მეორე მსოფლიო ომში და წინამძღოლობდა დაჯგუფება 'მფრინავ პირანიებს' ის იყო ნამდვილი მებრძოლი და არაერთხელ გაუწირია თავი ომში ამიტომაც საკმაოსდ დასახიჩრებულია. ის იყო ძალიან მკაცრი მამა ჰომერისთვის ამიტომაც შვილს ის დიდად არ უყვარს. ბაბუას უყვარს თავისი ომის ისტორიების მოყოლა და ამით თავს ყველას აბეზრებს.

პეტი და სელმა [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პეტი და სელმა ბუვიე

პეტი და სელმა ბუვიე (პატრისია ”პეტი” ბუვიე და სელმა ბუვიე ტერვილიგერ ჰატზ მაკკლურ სტიუ სიმპსონები)არიან მარჯის ტყუპი დები. ორივე მუშაობს სპრინგფილდის სპორტის დეპარტამენტში, ორივეს ეზიზღება ჰომერი და ორივე მუდმივად ეწევა. ვიზუალურად ისინი განსხვავდებიან ტანსაცმლის ფერითა და ვარცხნილობებით. ერთი და ლეზბოსელია ხოლო მეორე ყველა შემხვედრი მამაკაცის შებმას ცდილობს მაგრამ ისინი არც ისე ლამაზები არიან ამიტომ ყოველთვის მარტონი არიან.

მონა სიმპსონი [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მონა სიმპსონი

მონა ჯეი სიმპსონი არის ჰომერის დედა და აბრაჰამის ყოფილი მეუღლე. სერიალში მას ახმოვანებს მსახიობი გლენ კლოუზი. მას ეძებს პოლიცია, რის გამოც იგი გამუდმებით იცვლის სახელებს - ასეთებია პენელოპა ოლსენი, მონა სტივენსი, მარტა სტიუარტი, მადი მეი საგინსი და ანიტა ბონიტი. სანამ არ აღმოჩნდა, რომ იგი ჩარლზ მონტგომერი ბერნსთან კონფლიქტის გამო იძებნება, ყველა თვლიდა, რომ მონა გარდაცვლილია.

სანტას უმცროსი თანაშემწე [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სანტას უმცროსი თანაშემწე

სანტას უმცროსი თანაშემწე არის სიმპსონების ძაღლი - მომხიბვლელი, მაგრამ გაუწვრთნელი მონადირის ძაღლი.

სნოუბოლი [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სნოუბოლი

სნოუბოლი (ფიფქი) არის სიმპსონების კატა. სერიალში იყო სულ რამდენიმე ფიფქი - ფიფქი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ისინი განსხვავდებოდნენ ფერით. მეხუთე სნოუბოლი შავი ფერის კატაა.

ჰერბერტ პაუელი [რედაქტირება]

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჰერბერტ პაუელი

ჰერბერტ პაუელი არის ჰომერის ნახევრადძმა. მისი მამაა აბრაჰამ სიმპსონი, ხოლო დედა - მეძავი ქალი კარნავალიდან. იგი საკმაოდ იშვიათად ჩნდება სერიალში და შორს დგას სიმპსონებისათვის დამახასიათებელი სიჩლუნგისგან.

ვიზუალური მხარე [რედაქტირება]

სერიალის თითოუელი სერია ტელეეთერში გადის კვირაში ერთხელ. ამისათვის საჭიროა დაძაბული მუშაობა თითოეულ სერიაზე, რადგანაც ყველაფერი პრაქტიკულად, ხელით იხატება. სამუშაო მასალას აგზავნიან რამდენიმე ქვეყანაში და, ასეთი კოლექტიური მუშაობის შემდეგ, ყველაფერი მონტაჟდება და გახმოვანებას გადის ისევ ცენტრალურ სტუდიაში.

სერიალი პრაქტიკულად კონვეიერულად იწარმოება, ასე რომ ვიზუალურად, რათა გამარტივდეს ხატვის პროცესი, პერსონაჟები პრაქტიკულად იდენტურია - მათ აქვთ სტანდარტული, მრგვალი თვალები, ყვითელი კანი, უმრავლესობას არ აქვს წარბები (თუმცა ეს მათ აღქმას არ უშლის ხელს). ტონები და შუქ-ჩრდილები ასევე არ არის, თუმცა სიმპსონების ფილმში შეიმჩნევა მათი სიუხვე.

კომპიუტერული ეფექტები ანიმაციურ სერიალში თითქმის არ გამოიყენება, მაგრამ არის რამდენიმე სერია, სადაც, ხუმრობით ან სპეციალურად შემქმნელებმა ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.



სიმპსონები იწვებიან ღია ცეცხლზე", ასევე ცნობილი როგორც "სიმპსონების სპეციალური საშობაო გამოშვება", სიმპსონების პირველი სრულმეტრაჟიანი ეპიზოდია, რომელიც ეთერში გავიდა. თუმცა თავდაპირველად ის სიმპსონების (სეზონი 1) მერვე ეპიზოდი იყო. სერია ეთერში პირველად 1989 წლის 17 დეკემბერს გავიდა. სცენარის ავტორია მიმი პონდი, ხოლო პროდიუსერი - დევიდ სილვერმანი. სერიის სათაური უკავშირდება საშობაო სიმღერას "წაბლი იწვება ღია ცეცხლზე”. მეტ გრენინგმა "სიმპსონები" შექმნა ტელეკომპანია ფოქსისთვის.

























ტყის კვარტეტი























ქართული მულტიპლიკაცია


ქართული მულტიპლიკაცია

მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. სიტყვა „მულტიპლიკაცია“ ლათინური წარმოშობისაა და გამრავლებას ნიშნავს. მართლაც, ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და ნახატიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. სულ რაღაც 8-10 წუთიანი ნახატი ფილმის სიგრძე 250-300 მეტრია. ამდენად, ასეთი ფილმების შექმნა ერთობ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა. მართალია, მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები, რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ფილმს, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა.

ჩხიკვთა ქორწილი
user posted image


ქართული მულტიპლიკაცია ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია. მას საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელია მხატვარი და რეჟისორი ვლადიმერ (ლადო) მუჯირი. 1953 წელს მან გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“. ფილმის მთავარი მხატვარია ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტირი კი - შალვა აზმაიფარაშვილი.

ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები. გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.

ქართული მულტფილმებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორმოცდაათიანი წლების ნახატი ფილმები: „ჩხიკვთა ქორწილი“ და „მტრობა“, რომლებიც რეჟისორმა ა. ხინთიბიძემ გადაიღო, ასევე ვ. ბახტაძის „ხელმარჯვე ოსტატი“, „საყვირის შემდეგ“.


კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა 60-იანი წლები, როცა შეიქმნა ბავშვებისათვის მეტად საყვარელი და ახლობელი ნახატი ფილმები - „წუნა და წრუწუნა“, „ნახევარწიწილა“, „სათაგური“ და მრავალი სხვა.
მე წვიმად მოვალ...


წუნა და წრუწუნა“
user posted image



მომდევნო წლებში კიდევ მრავალი ნახატი ფილმი შეიქმნა, რომელთაგან ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული ერგოთ: „მე წვიმად მოვალს“, „მგელი და კრავს“, „ტყის კვარტეტს“, „სიზმარას“, „ბატი ტასიკოს“...

user posted image

„ქართულ ფილმში“ ნახატი ფილმების გარდა იქმნებოდა თოჯინური ფილმებიც. პირველი ასეთი ფილმი სახელწოდებით „ნიკო და სიკო“ რეჟისორმა შ. გედევანიშვილმა გადაიღო 1961 წელს. შემდეგ კი ა. სულაკაურმა შექმნა ფილმები: „გოგონა და შადრევანი“, „ძილისგუდა“, „ბომბორა“.

ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებს მრავალ ქვეყანაში უჩვენებდნენ. მაღალმხატვრული ღირსებების გამო ქართული ნახატი ფილმები არაერთხელ დაჯილდოვებულა სხვადასხვა საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალებზე.


სიზმარა
user posted image


ბატი ტასიკო
user posted image




user posted image

სპეცეფექტები,მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია


სპეცეფექტები, მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია

სპეცეფექტების და ციფრული მულტიპლიკაციის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლება თანამედროვე კინემატოგრაფიის განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რაც კომპიუტერული გრაფიკის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან თანამედროვე რთული და ხარისხიანი სპეცეფექტების შექმნა მხოლოდ კომპიუტერითაა შესაძლებელი.

თანამედროვე კინო, სპეცეფექტები, მოდელები, ვირტუალური მიზანსცენები და ციფრული მულტიპლიკაცია კომპიუტერული გრაფიკის ორგანული ნაწილია.

დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის ფაკულტეტი არ არსებობს, არის მულტიმედიის ფაკულტეტი, სადაც მხოლოდ გრაფიკული პაკეტების შესწავლაა შესაძლებელი, კონკრეტულ დარგთან მიბმული სწავლება კი არ არსებობს. რასაკვირველია, ასეთ პირობებში შეუძლებელია ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტა.

კომპიუტერული გრაფიკის სპეცეფექტების დარგში სამომავლოდ დაისახება შემდეგი საკითხები:

1) თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის ისტორია და საფუძვლები;
2) ციფრული მოდელირება და განათება;
3) ანიმაცია და დიზაინი;
4) სცენური კომპოზიცია;
5) პერსონაჟები;
6) ფილმის პრომოუშენი;
7) ციფრული სკანერის გამოყენება;
8) მსახიობთა პოზირება სკანერის საშუალებით;
9) ვიზუალური ეფექტები ფილმისათვის;
10) მონტაჟი.

სალექციო კურსის პირველი ნაწილი ეთმობა გრაფიკულ პაკეტს – 3დ მაქსს. პირველ სემესტრში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მოდელირება და განათება. მოდელირება საშუალებას მისცემს მათ ააგონ ფილმისათვის საჭირო მიზანსცენები უზუსტესი გეომეტრიით, ასევე ააგონ პერსონაჟთა ფიგურები.

თანამედროვე კინოში აუცილებელია რეალისტური სცენების შექმნა ზუსტი მოდელირებით, სადაც მოქმედების განვითარება და მისი შერწყმა გარემოსთან ბუნებრივად მოხდება. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს კინოინდუსტრიაში. სცენარიდან გამომდინარე, სტუდენტები დაიტვირთებიან დავალებებით, რაც მოგვცემს ცოდნის სრული ციკლის დასრულების შესაძლებლობას ამ მიმართულებით. სტუდენტებმა იგი აუცილებად უნდა ნახონ პრაქტიკაში, რომელსაც, რასაკვირველია, შესაბამისი მატერიალური ბაზა სჭირდება. ჩვენ თუ დავნერგავთ ამ საბაზო შესაძლებლობებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ეს სტუდენტების მოზიდვის ეფექტიანი გადაწყვეტა იქნება.

სამონტაჟო საშუალებები არ წარმოადგენს ამ დარგის სრულ სახეს. აღნიშნულ საკითხშიც საჭიროა რამდენიმე ცნობილი გრაფიკული პაკეტის დანერგვა, რის საშუალებითაც მოხდება სპეცეფექტის სრული შესაძლებლობების გამოხატვა ფილმში. ამ პროგამების სწავლება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

აღნიშნული პროგამული პაკეტების საშუალებით სტუდენტებს მიეცემათ საშუალება სრულყოფილად დადგან მიზანსცენა ფილმში და ნებისმიერი სახის სპეცეფექტი შექმნან. ამ საკითხებს სალექციო კურსის მეორე ნაწილი დაეთმობა (ფაკულტეტის შემთხვევაში მათი შესწავლა მოხდება პარალელურად).

სასწავლო პროგრამა

ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები - სტუდენტები შეისწავლიან კომპიუტერული ანიმაციის ხელოვნებას როგორც ვიზუალური გამოხატვის საშუალებას. მის შემადგენლობაში შევა ისეთი საგნები, როგორიცაა მოძრაობა, ნახატი, პერსონაჟის შექმნა, კადრირება, განათება და რეჟისურა.

სამსახიობო პროფესია კინოსა და ტელევიზიისათვის - სტუდენტები გაივლიან პროფესიულ სამსახიობო ოსტატობას კინოსტუდიისა და ტელევიზიის ატმოსფეროში; დაეუფლებიან ხმისა და სხეულის მაქსიმალურად ვიზუალურ გამოხატვას, კლასიკურ მულტიპლიკაციას. სტუდენტები შეისწავლიან მულტიპლიკაციური ფილმის შექმნის პროცესს კონცეფციიდან სრულყოფილ პროდუქციამდე. პროგრამაში შევა ისეთი საკითხები, როგორიცაა ანიმაციური ტექნიკის საფუძვლები, კადრირება, ფონოგრამა და პერსონაჟთა შექმნა, მათი ციფრული ანიმაცია (შესაძლებელია იგივე პროგრამა შევიმუშაოთ იმ კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სამუშაო სტაჟი აქვს (ეს იქნება 6-თვიანი კურსები). ყოველივე ზემოაღნიშნული დაეხმარებათ დაინტერესებულ პირებს შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოებაში. აქ გაერთიანდება სასცენარო და კლასიკური მულტიპლიკაციის ხელოვნება, თანამედროვე კომპიუტერული ბაზის გამოყენებით.

ციფრული დიზაინი _ სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შექმნან ნაწარმოები, რომელსაც ექნება გარკვეული ინფორმაციული დატვირთა რეალური ვიდეოსა და ფლეშის გამოყენებით; სტუდენტებს ექნებათ ისეთი კომერციული პროექტების რეალიზების შესაძლებლობა, როგორიცაა ტელერეკლამა, სავაჭრო მარკის ვიზუალიზაცია ანუ პრომო მუსიკალური კლიპები და ვებრეკლამა.

კომერციული ანიმაციური სტუდიების მართვა _ აქ სტუდენტები გაივლიან სამუშაო პროცესს კინოტელესაესტრადო მსახიობებთან, ვიდეოთამაშების შემქმნელებთან. ისინი დაეუფლებიან მათთან ინფორმაციის გადაცემის ხელოვნებას, ანიმაციური სტუდიების საფუძვლებს და მართვის ხელოვნებას. ვიდეოთამაშების შექმნისას სტუდენტები შეისწავლიან თამაშების შექმნის ყველა ასპექტს, თამაშების ვიზუალური სცენარის გადაწყვეტას, თამაშების დიზაინს თავისი მიზანსცენებით.
კურსის გავლის შემდეგ მათ დამოუკიდებლად უნდა შეძლონ ხარისხიანი კომპიუტერული თამაშების შექმნა.

გრიმიორის ხელოვნება - კინოსა და ტელევიზიის სტუდენტები სპეცეფეტებში შეისწავლიან ანიმაციურ სტუდიაში მსახიობთა მოქმედების კანონებსა და წესებს, ციფრული სკანერის გამოყენებას სამსახიობო ხელოვნებაში, გრიმიორის ხელოვნებას კომპიუტერულ გრაფიკაში.

ხმის დიზაინი - საინფორმაციო სარეკლამო კინოჟანრში სტუდენტები გაივლიან ხმისა და გამოსახულების შერწყმის საფუძვლებს, მონტაჟის ტექნოლოგიურ მეთოდებს, ხმოვანი ეფექტების შესაქმნელად – ფონურ გახმოვანებას და მუსიკალურ სინქრონს კინოში, მულტიპლიკაციასა და ვიდეოთამაშებში.

ეს საბაზო კურსები საშუალებას მისცემს ნაკლებად გამოცდილ და მიზანმიმართულ სტუდენტებს – მიიღონ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული მომზადება თანამედროვე კინოს ანიმაციურ და ციფრულ ტექნოლოგიებში; შეძლონ სპეცეფექტების სცენარისა და მიზანსცენების შექმნა, ციფრული ხასიათის მართვა და შექმნა სკანერის გამოყენებით, ანიმაციური სარეკლამო რგოლის შექმნა ფილმისათვის და ანიმაციური და მულტიპიკაციური ფილმის შექმნა ტელევიზიისათვის; ხმოვანი სპეცეფექტებისა და ფილმის დიზაინის შექმნა, შეეძლოთ მართვის მარკეტინგი კომპიუტერული გრაფიკის სფეროში. ასეთი სახით მიზანმიმართული სწავლების დაწყება აუცილებლად მიმაჩნია საქართველოში, რადგან ამ დარგისადმი დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ასეთი კომპლექსური სწავლების არც პროგრამა და არც რამე საფუძველი. აღწერილი საბაზო დარგის ამ სახით შექმნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე კინოს სახვითი საშუალებების სწავლებაში და შემდგომ, ბუნებრივია, ტელევიზიისა და მულტიპლიკაციური ხელოვნების განვითარებაში.






ruka google mapsi-dan


View Larger Map