Tuesday, June 22, 2010

ქართული მულტიპლიკაცია


ქართული მულტიპლიკაცია

მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. სიტყვა „მულტიპლიკაცია“ ლათინური წარმოშობისაა და გამრავლებას ნიშნავს. მართლაც, ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და ნახატიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. სულ რაღაც 8-10 წუთიანი ნახატი ფილმის სიგრძე 250-300 მეტრია. ამდენად, ასეთი ფილმების შექმნა ერთობ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა. მართალია, მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები, რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ფილმს, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა.

ჩხიკვთა ქორწილი
user posted image


ქართული მულტიპლიკაცია ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია. მას საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელია მხატვარი და რეჟისორი ვლადიმერ (ლადო) მუჯირი. 1953 წელს მან გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“. ფილმის მთავარი მხატვარია ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტირი კი - შალვა აზმაიფარაშვილი.

ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები. გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.

ქართული მულტფილმებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორმოცდაათიანი წლების ნახატი ფილმები: „ჩხიკვთა ქორწილი“ და „მტრობა“, რომლებიც რეჟისორმა ა. ხინთიბიძემ გადაიღო, ასევე ვ. ბახტაძის „ხელმარჯვე ოსტატი“, „საყვირის შემდეგ“.


კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა 60-იანი წლები, როცა შეიქმნა ბავშვებისათვის მეტად საყვარელი და ახლობელი ნახატი ფილმები - „წუნა და წრუწუნა“, „ნახევარწიწილა“, „სათაგური“ და მრავალი სხვა.
მე წვიმად მოვალ...


წუნა და წრუწუნა“
user posted image



მომდევნო წლებში კიდევ მრავალი ნახატი ფილმი შეიქმნა, რომელთაგან ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული ერგოთ: „მე წვიმად მოვალს“, „მგელი და კრავს“, „ტყის კვარტეტს“, „სიზმარას“, „ბატი ტასიკოს“...

user posted image

„ქართულ ფილმში“ ნახატი ფილმების გარდა იქმნებოდა თოჯინური ფილმებიც. პირველი ასეთი ფილმი სახელწოდებით „ნიკო და სიკო“ რეჟისორმა შ. გედევანიშვილმა გადაიღო 1961 წელს. შემდეგ კი ა. სულაკაურმა შექმნა ფილმები: „გოგონა და შადრევანი“, „ძილისგუდა“, „ბომბორა“.

ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებს მრავალ ქვეყანაში უჩვენებდნენ. მაღალმხატვრული ღირსებების გამო ქართული ნახატი ფილმები არაერთხელ დაჯილდოვებულა სხვადასხვა საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალებზე.


სიზმარა
user posted image


ბატი ტასიკო
user posted image




user posted image

No comments:

Post a Comment